loader

მტერს მუდამ უნდოდა საქართველო ხერხემალში გადაეტეხა, მაგრამ ვერ შეძლო - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მტერს მუდამ უნდოდა საქართველო ხერხემალში გადაეტეხა, მაგრამ ვერ შეძლო - ილია მეორე

საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნისა" და ინტელექტუალური კლუბის "წიგნის მეგობრების" ორგანიზებით, წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებული სეზონის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

"წიგნის სახლში ბახტრიონზე" სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედება განიხილეს. ღონისძიებას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, პოეტი დავით მაღრაძე, მსახიობი გოგი ხარაბაძე, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორები ასმათ ჯიქია, დოდო ღლონტი, სასულიერო პირები, პედაგოგები, მოსწავლეები.

წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას გამომცემლობები შეუერთდნენ. "პალიტრა L"-მა, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" და "არტანუჯმა" "წიგნის სახლში ბახტრიონზე" მკითხველებს სულხან-საბა ორბელიანის წიგნებზე 20%-იანი ფასდაკლება შესთავაზეს.

წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში შემოდგომაზე განახლდება. "წიგნის მეგობრები" ზაფხულის განმავლობაში რეგიონებს ეწვევიან.