loader

36 წლის მამაკაცმა პოლიციაში ზეწოლის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

36 წლის მამაკაცმა პოლიციაში ზეწოლის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო

36 წლის მამაკაცმა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავი ჩამოიხრჩო. როგორც "რუსთავი 2"-ს გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის მეუღლემ განუცხადა, ღამით ის პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. დაკითხვიდან მოსულს კი სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. მამაკაცმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ წამებით პოლიციამ მეგობრის წინააღმდეგ მიაცემინა ჩვენება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, გარდაცვლილი გუშინ დაკითხვაზე ნამდვილად იმყოფებოდა. მისივე განმარტებით, იგი მოწმის სახით დაიკითხა და სახლში გაუშვეს. "რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ამაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლიციელების მხრიდან ამ პირზე რაიმე სახის ზეწოლა არ დაფიქსირებულა" , – აცხადებს გიორგობიანი.