loader

ავიაკატასტროფას სან-ფრანცისკოში 2 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავიაკატასტროფას სან-ფრანცისკოში 2 ადამიანი ემსხვერპლა

სან-ფრანცისკოში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას 2 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და საიმედო ხომალდის, "ბოინგ 777"-ის უკანა ნაწილი აეროპორტში დაშვებისას საფრენი ზოლის დამბას შეეხო, რის შემდეგაც ჩამოვარდა.

ბორტზე 291 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია 181 ადამიანი, რომელთაგან 10 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მათ შორის 2 ბავშვია.

სამხრეთ კორეული ავიაკომპანია "აზიანა ეარლაინსის" კუთვნილი თვითმფრინავი სან-ფრანცისკოში სეულიდან მიფრინავდა. სამხრეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, დაღუპულები ჩინეთის მოქალაქეები არიან. ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. აეროპორტში აცხადებენ, რომ თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე