loader

"ჩამოიყვანეს დუმის დეპუტატი, რომელიც საქართველოს დაუძინებელი მტერია" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩამოიყვანეს დუმის დეპუტატი, რომელიც საქართველოს დაუძინებელი მტერია" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტს აპროტესტებს და მას მტერს უწოდებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა "დინამო არენაზე" მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, სათათბიროს აღნიშნულმა დეპუტატმა 2008 წელს ხმა საქართველოს დაქუცმაცებას მისცა.

ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების მიერ გამართული საპროტესტო აქცია 100%-ით გამართლებული იყო. მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს დაკავებული მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ასევე იხილეთ: ინციდენტი "დინამო არენასთან" - შეხლა-შემოხლა პოლიციასთან და სამი დაკავებული