loader

საბურთალოზე 40-ზე მეტი საღი ხე მოჭრეს - მოსახლეობა პარკის დასაცავად გამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბურთალოზე 40-ზე მეტი საღი ხე მოჭრეს - მოსახლეობა პარკის დასაცავად გამოვიდა

საბურთალოს რაიონის მოსახლეობა ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას აპროტესტებს. ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე საბურთალოს რაიონის სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობა ამ წუთებში აქციას მართავს. მათი ინფორმაციით, დღეს 42-მდე ხე მოიჭრა.

ყოფილი ფსიქიატრიული ინსტიტუტისა და საავადმყოფოს გარშემო არის მწვანე ზოლი. აქ არის დეკორატიული ნარგავები და უნიკალური შემადგენლობის ჯიშები, ასევე 600-მდე წიწვოვანი ნარგავი. 2010 წელს ეს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა, მას შემდეგ, რაც ფსიქიატრიული საავადმყოფო გადაიტანეს. "ჩვენ მოვითხოვდით თავიდანვე და ამაზე უამრავი განცხადება შევიტანეთ მერიაში, პარლამენტსა და საკრებულოში, რომ არ გაესხვისებინათ ეს ტერიტორია და მისთვის მიენიჭებინათ რეკრაციული ზონის სტატუსი. ცალსახად მოვითხოვთ, აქ არანაირი მშენებლობა არ მოხდეს და გაკეთდეს პარკი. თუ თურქეთმა გაითვალისწინა ტაქსიმის მოედანზე გეზი-პარკის გამო პროტესტი, ეს ქართველებმაც უნდა ვიცოდეთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად