loader

20 წლის რეპერი კონცერტის დროს მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

20 წლის რეპერი კონცერტის დროს მოკლეს

ბრაზილიელი მომღერალი კონცერტის დროს სცენაზე ერთი გასროლით მოკლეს. შემთხვევა სან პაულოში, ქალაქ კამპინასში მოხდა. კონცერტის მსვლელობისას MC Daleste მაყურებელს მიმართავდა, როცა გულ-მკერდის არეში დაჭრეს. საავადმყოფოში მიყვანისას 20 წლის შემსრულებელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

ახალგაზრდა რეპერი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ბრაზილიელ თინეიჯერებში. ფანკის (რეპის მსგავსი მიმდინარეობა, აერთიანებს სოულსა და R&B სტილებს) შემსრულებელი ბრაზილიურ ღარიბ უბანში დაიბადა. მისი სიმღერის ტექსტები ძალადობრივ და სექსუალურ ლექსიკაზე იყო აგებული.