loader

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილემ რევაზ ბოლოთაშვილმა განაცხადა, დაშავებულს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება.

ერთმანეთს დაეჯახა ორი "ოპელის" მარკის ავტომობილი, ერთი "ბმვ"-ს მარკის და ერთი "ტიოტა რავ-4"-ის მარკის ავტომობილი. ოთხივე ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. ამასთან, როგორც ბოლოთაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი ავტომობილიდან გადმოვარდა ბუნებრივი აირის ბალონი და მისგან გამოდიოდა გაზი, რაც გარკვეულ საშიშროებას ქმნიდა. მისივე თქმით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მხრიდან ბალონიდან გამოთავისუფლებული იქნა გაზი, რის შედეგადაც საფრთხე აღიკვეთა.