loader

რეპერმა პატიმრების მიმართ სოლიდარობის ნიშნად საშინელი პროცედურა ჩაიტარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეპერმა პატიმრების მიმართ სოლიდარობის ნიშნად საშინელი პროცედურა ჩაიტარა

ამერიკელი რეპერი Mos Def გუანტანამოს ციხის პატიმრებს სოლიდარობას უცხადებს. შეგახსენებთ, რომ ამ ციხეში აშშ-ს მთავრობას ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები ჰყავს დაკავებული. ამჟამად ციხეში 106 მსჯავრდებული იმყოფება, რომლებიც პროტესტის ნიშნად შიმშილობენ. პატიმართაგან 44 პირი იძულებითი კვების რეჟიმზე ჰყავთ გადაყვანილი: საკვებს მათ ცხვირში დამაგრებული მილის საშუალებით აწვდიან.

სწორედ ეს უსიამოვნო პროცესი განასახიერა რეპერმა ვიდეოში, რომელიც უფლებადამცველი ორგანიზაციის დახმარებით შეიქმნა. იძულებითი კვების შემდეგ რეპერმა საზოგადოებას საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.