loader

"ბედუკაძეა, რომ იცოდეთ" - რის გასარკვევად დარეკა "რეზიუმეს" ეთერში ციხის კადრების ავტორმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბედუკაძეა, რომ იცოდეთ" - რის გასარკვევად დარეკა "რეზიუმეს" ეთერში ციხის კადრების ავტორმა

ტელე-რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა გიორგი ლომიამ ლადო ბედუკაძესთან დაკავშირებული საქმის დეტალებზე ისაუბრა. ლომიამ გადაცემის წამყვანის, მერაბ მეტრეველის კითხვების მიუხედავად, არ დააკონკრეტა, აიღო თუ არა ფული ბედუკაძემ კადრების გადაცემის სანაცვლოდ.

იმავე საკითხით გადაცემის ერთ-ერთი მსმენელი დაინტერესდა, რომელმაც სტუმრის მიმართ შენიშვნა გამოთქვა და ლომიას მოუწოდა, დაეკონკრეტებინა, მისცა ბედუკაძეს ფული თუ არა. გიორგი ლომიამ ზარის ავტორი ხმით იცნო და აღნიშნა, რომ ის ლადო ბედუკაძეა.


ასევე იხილეთ:

"პროკურორმა არ გამოიძია ეს საქმე ბოლომდე, ან არ სურს სიმართლის თქმა" - გიორგი ლომია ბედუკაძის საქმეზე

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად