loader

ძაღლმა საკუთარი სიცოცხლის ფასად პატრონი ნიანგისგან იხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძაღლმა საკუთარი სიცოცხლის ფასად პატრონი ნიანგისგან იხსნა

ავსტრალიაში შინაური ცხოველის ერთგულების კიდევ ერთი საოცარი ფაქტი დაფიქსირდა. ძაღლი, სახელად გლადიატორი, საკუთარი პატრონის გადარჩენას ემსხვერპლა.

რამდენიმე მამაკაცი ძაღლებთან ერთად ტყეში სანადიროდ იყო წასული. მდინარეზე გადასვლისას მოულოდნელად უზარმაზარი ნიანგი გამოჩნდა წყალში, რომელიც გლადიატორის პატრონს მიეჭრა. ყველაფერი წამებში მოხდა - პატრონის დასაცავად, გაავებული ძაღლი საშიშ მტაცებელს მივარდა. გლადიატორის პატრონმა ნიანგისგან თავის დახსნა მოახერხა, იმავე წამს მტაცებელმა ძაღლი პირში მოიგდო და მდინარეში გაუჩინარდა.

იხილეთ: პოლიციელმა უმოწყალოდ მოკლა ძაღლი, რომელიც პატრონის დაცვას ცდილობდა (+18)