loader

კვარიათელები პლაჟზე გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კვარიათელები პლაჟზე გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებენ

კვარიათის მოსახლეობა პლაჟზე სხვადასხვა სახის გადასახადის შემცირებას ითხოვს. როგორც კვარიათელებმა აღნიშნეს, წელს პლაჟზე საგრძნობლად მოიმატა გადასახადებმა, რისი გადახდის საშუალებაც არ აქვთ. მოსახლეობის თქმით, გადასახადები შეეხება პლაჟზე შეზლონგების გაქირავებას. კვარიათის მოსახლეობის თქმით, პლაჟის ტერიტორია წელს ინტერნეტაუქციონზე გაიტანეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადასახადი 2 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე მერყეობს. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ დაწესებული თანხის გადახდის საშუალება არ აქვს.

მოსახლეობის თქმით, მარტში შტორმის შემდეგ სანაპირო დაინგრა და უსწორმასწორო გახდა. კვარიათელი გულთამზე დავითაძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობამ საკუთარი ფინანსებით მოაწესრიგა ნაპირი. მისივე თქმით, გადასახადების გადახდას გამწვანების სამსახური კურირებს. დავითაძის თქმით, გამწვანების სამსახურს შტორმის შემდეგ კვარიათში გამწვანება არ გაუკეთებია და გაურკვეველია, მოსახლეობამ გადასახადები რატომ უნდა გადაიხადოს.

ბათუმის გამწვანების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის, ავთანდილ ტარიელაძის განცხადებით, კვარიათის სანაპირო, უზურფრუქტის წესით, გამწვანების სამსახურს გადაეცა, ფასები კი აუდიტის სამსახურმა დაადგინა.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად