loader

რა არის "თეთრი საყელოს" დანაშაული და რა ტიპის სასჯელს იყენებენ მის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის "თეთრი საყელოს" დანაშაული და რა ტიპის სასჯელს იყენებენ მის წინააღმდეგ

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წინასწარი პატიმრობისა და გირაოს გამოყენების პრაქტიკაზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დანაშაული რამდენიმე კატეგორიად იყოფა. მისი თქმით, არსებობს ძალადობრივი და ინტელექტუალური დანაშაული. კბილაშვილის განმარტებით, ინტელექტუალური შესაძლებლობებით ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებს, ასევე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულებს, რომელიც მითვისებას, გაფლანგვას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ფიზიკური ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს, "თეთრი საყელოს დანაშაული" ეწოდება, "როდესაც ადამიანს შეუძლია კაბინეტში სუფთად ჩაიდინოს დანაშაული".

მთავარი პროკურორის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ე.წ. "თეთრი საყელოს" კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებით სტანდარტის ამაღლების საკითხი.