loader

ტაიფუნი "სულიკი", რომელმაც ჩინეთში ორასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაიფუნი "სულიკი", რომელმაც ჩინეთში ორასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ვიდრე ჩრდილოეთით გადაინაცვლებდა, ქარიშხალი და ძლიერი წვიმა ტაივანს დაატყდა თავს. ამ ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდა, მოსახლეობის გადარჩენისა და ევაკუაციისთვის ექსტრემალური ზომები მიეღო.

ტალღების სიმაღლე სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროზე 10 მეტრს აღწევს. მარტო პროვინცია ფუძიანიდან 300 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ქალაქ ფუნჟოუს აეროპორტში დაახლოებით 150 რეისი გადაიდო. ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში რამდენიმე ქალაქს შორის სატრანსპორტო მოძრაობა შეწყვეტილია, რის გამოც გზებზე ტურისტებით სავსე რამდენიმე ავტობუსი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.