loader

სავაჭრო სახლ "საბას" დაზარალებულებმა საპროტესტო აქციაზე ავეჯი მიიტანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სავაჭრო სახლ "საბას" დაზარალებულებმა საპროტესტო აქციაზე ავეჯი მიიტანეს

სავაჭრო სახლ "საბას" დაზარალებულები ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. სავაჭრო სახლ "საბას" თანამშრომლები სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ აქციაზე შეიკრიბნენ.

"საბაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა კანცელარიის წინ ავეჯიც მიიტანეს. მათ ასევე ჰქონდათ პლაკატები და ფოტოები, სადაც ხანძრის შედეგად განადგურებული სავაჭრო სახლის შენობაა ასახული.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათ შეხვდეთ პრემიერ-მინისტრი და თუ ბიძინა ივანიშვილი ამას პირადად ვერ მოახერხებს, მაშინ - მისი რომელიმე წარმომადგენელი.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად 124 შპს-ს ქონება სრულად დაეწვა.