loader

"დროამ" გიორგი ვაშაძის ქონების დაყადაღება გააპროტესტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დროამ" გიორგი ვაშაძის ქონების დაყადაღება გააპროტესტა

იუსტიციის სახლთან საზოგადოებრივი კავშირი "დროას" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გიორგი ვაშაძის ქონების დაყადაღება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდზე გადმოფინეს პლაკატი, წარწერით "ჯოზეფ ქეი, თაღლითი ხარ".

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და საზოგადოებრივი კავშირი "დროას" წარმომადგენელმა ნათია ქოქოსაძემ განაცხადა, დღევანდელი აქცია ემსახურება გიორგი ვაშაძისთვის სოლიდარობის გამოცხადებას, რომელსაც ჯოზეფ ქეის ჩვენების საფუძველზე სახლი დაუყადაღეს. "ჩვენც ვუწოდებთ მას თაღლითს და ჩვენც გვიჩივლოს და დაგვიყადაღონ სახლები", - აღნიშნა მან.