loader

ლევან ვასაძე "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან ვასაძე "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს ბიზნესმენი ლევან ვასაძე უხელმძღვანელებს. ფონდის დამფუძნებლებმა დიმიტრი ხუნდაძემ და თამარ ჩიბურდანიძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები სასტუმრო "თბილისი მარიოტში" წარადგინეს. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში არიან სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი - მეუფე შიო, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, კომპანია "რედიქსის" გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი, "მეიდან ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე და "მედია-პალიტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გოგა თევდორაშვილი.

როგორც ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ფონდის მიზანია, რომ საქართველო გადაარჩინოს მოსალოდნელი დემოგრაფიული კატასტროფისგან, რასაც უცხოელი ექსპერტები წინასწარმეტყველებენ. მისივე ინფორმაციით, გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება და ქართულ გენოფონდს საშიშროება ექმნება.

ფონდის სურვილია, რომ 2014 წლიდან ოჯახში ყოველი მესამე შვილი ყოველთვიური დახმარებით დაფინანსდეს, რადგან ერის რიცხოვნობას მესამე ბავშვი განსაზღვრავს. ამასთან, ფონდის გეგმებში შედის, განხორციელდეს რეგიონალური პოლიტიკა, გაიხსნას აბორტების საწინააღმდეგო და ორსულთა ცენტრები. ფონდის დაფინანსება შემოწირულობებითა და საქველმოქმედო ღონისძიებით განხორციელდება.

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდი" 2013 წლის 3 მარტს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით დაფუძნდა.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად