loader

გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯი ავტორიზაციას გაივლის - თამარ სანიკიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯი ავტორიზაციას გაივლის - თამარ სანიკიძე

გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯი ავტორიზაციას გაივლის და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს", - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კოლეჯი უკვე რამდენიმე თვეა, არ მუშაობს. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, კოლეჯი ავტორიზაციას ვერ გადიოდა, რადგანაც ინფრასტრუქტურული პრობლემები ჰქონდა. მისივე თქმით, პროფესიული გადამზადების კოლეჯის მშენებლობის ნებართვა არ არსებობდა, შენობა დაუმთავრებელი იყო და ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა, თუმცა იქ სწავლა მიმდინარეობდა.

სანიკიძემ განმარტა, რომ ამ სიძნელეების მიუხედავად, მათ შეძლეს, სწავლის პროცესი არ ჩაშლილიყო და სტუდენტებზე ლეგალური სახელმწიფო დიპლომები გაცემულიყო, რათა მათ კარიერულ წინსვლაში პრობლემები არ შექმნოდათ.