loader

სკოლის სასადილოში საუზმობის შემდეგ 20 ბავშვი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკოლის სასადილოში საუზმობის შემდეგ 20 ბავშვი დაიღუპა

20 ბავშვი დაიღუპა ინდოეთის შტატ ბიხარში სკოლის სასადილოში საუზმობის შემდეგ. დაღუპულთაგან უმეტესობა 10 წლისაზე ნაკლების იყო. ჰოსპიტალიზებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია.

საავადმყოფოში ამჟამად 35 ადამიანი იმყოფება. ტრაგედია ქალაქ ჩხაპრას სკოლაში მოხდა. ამ დროისთვის გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ბავშვები სკოლის სასადილოში მიწოდებული საკვებისგან მოიწამლნენ.

შტატის მთავარი მინისტრი ნიტიშ კუმარი აცხადებს, რომ დაღუპული ბავშვების ოჯახებს მთავრობა კომპენსაციის სახით 3,3 ათას დოლარს გადაუხდის. სკოლაში, სადაც დაღუპული ბავშვები სწავლობდნენ, ექსპერტები მუშაობენ, რომლებიც მომხდარის მიზეზების გარკვევას შეეცდებიან.