loader

ჯაბა სამუშია არქეოლოგიური გათხრებისთვის თბილისის ბიუჯეტში თანხებს ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯაბა სამუშია არქეოლოგიური გათხრებისთვის თბილისის ბიუჯეტში თანხებს ითხოვს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია თბილისის ბიუჯეტში არქეოლოგიური გათხრებისთვის თანხების გამოყოფას ითხოვს. ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ჯაბა სამუშია აბანოთუბანში, ორმოცი სებასტიანელის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ბოლო წლებში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა.

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა მერაბ ძნელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად გათხრები შეჩერებულია და ძეგლის კონსერვაციაც არ ხდება, სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიურ ფენებზე კი ბალახია ამოსული. ძნელაძის თქმით, აბანოთუბანში, 40 სებასტიანელის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე I-III  საუკუნეების აბანოები, ვახტანგ გორგასლის დროინდელი გალავნის კედელი და არაბების დროინდელი თბილისის ემირას სასახლის ნანგრევებია აღმოჩენილი. ასევე - ათასობით არქეფაქტი. აღნიშნულ ადგილს კი ძეგლის სტატუსი მინიჭებული არ აქვს.

ჯაბა სამუშია გამოდის ინიციატივით, რომ თბილისის ბიუჯეტში ჩაიდოს მუხლი, რომლითაც თბილისის არქეოლოგიური გათხრები დაფინანსდება. სამუშია მიიჩნევს, რომ ეს ქალაქის პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს.