loader

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის ლაგოდეხში მამაკაცი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის ლაგოდეხში მამაკაცი დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1965 წელს დაბადებული ელიზბარ ფ. არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 1999 წელს დაბადებულ გოგონასთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა.

გამოძიება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 140-ე მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).