loader

სპეცოპერაცია რომში - დაკავებულია 37 ქართველი, მათ შორის, სამი ქალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია რომში - დაკავებულია 37 ქართველი, მათ შორის, სამი ქალი

კარაბინიერების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფების წევრები, საქართველოს 37 მოქალაქე დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის 3 ქალია.

სამართალდამცავების ცნობით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები რომსა და რომის გარეუბნებში სახლებისა და ბინების გაქურდვით იყვნენ დაკავებულები. მათივე განმარტებით, დაკავებულები იყენებდნენ ე.წ. key bumping-ის მეთოდს, რაც საკეტზე არ ტოვებდა გატეხვის კვალს. ადგილობრივი სამართალდამცველების ვარაუდით, ე.წ. ატმიჩკები, რომლითაც საკეტების გატეხვა ხდებოდა, საქართველოში მზადდებოდა და იტალიაში სწორედ იქიდან იგზავნებოდა.

როგორც უცხოური მედია წერს, ბოლო თვეების განმავლობაში ეს უკვე მეორე სპეცოპერაციაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიერ "ორგანიზებული დანაშაულის" წინააღმდეგ ჩატარდა. 2012 წელს იტალიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ქართული დაჯგუფების 14 წევრი. დაკავებულების ბინებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო ოქრო, ვერცხლი, სამკაულები და ძვირად ღირებული კომპიუტერები, რომლის ჯამური ფასი 2 მილიონ ევროს აღწევდა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე