loader

"გამოდით, ვირთხებო!" - ყოფილ "ნაციონალებს" ყველი და ხურდა ფული დაუყარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოდით, ვირთხებო!" - ყოფილ "ნაციონალებს" ყველი და ხურდა ფული დაუყარეს

თბილისის საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ყოფილ "ნაციონალ" დეპუტატებს ყველი და ხურდა ფული დაუყარეს. აქციაზე ირაკლი შიხიაშვილსა და სხვა დეპუტტებს "ფულის მონები და გაყიდულები" უწოდეს. აქციის მონაწილეთა თქმით, საკრებულოს ის დეპუტატები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" გაემიჯნენ, მედროვეები, უღირსები და ვირთხები არიან.

აქციის მონაწილეების თქმით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი შიხიაშვილის დანიშვნა დედაქალაქის სირცხვილია. მათივე თქმით, ქართველი ხალხის ოცნება ნამდვილად არ იყო ის, რომ ყოფილი "ნაციონალები", რომლებიც ფულსა და სკამზე არიან დახამებულები, "ოცნების" სახელით თანამდებობებზე ინიშნებოდნენ.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი და 13 კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს.