loader

გადაუღებელი წვიმის გამო ჩაქვი და ბათუმის ბულვარი დაიტბორა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადაუღებელი წვიმის გამო ჩაქვი და ბათუმის ბულვარი დაიტბორა

კოკისპირული წვიმის შედეგად დაბა ჩაქვში მდინარე ადიდდა და ცენტრალური მაგისტრალის სავალი ნაწილი დაიტბორა. წყლის სიმაღლემ ნახევარ მეტრს მიაღწია. დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო, რამდენიმე მანქანას ძრავა დაუზიანდა.

სამაშველო სამსახურის ორმა ბრიგადამ და საპატრულო პოლიციამ მოძრაობის აღდენა წყლის დონის დაწევის შემდეგ შეძლეს. მაშველების განმარტებით, წვიმის შეჩერების შედეგად არხმა წყლის გატარება შეძლო, საგზაო მოძრაობა აღდგა და რამდენიმე წუთში მაგისტრალი საცობისგან გათავისუფლდა. გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ბათუმის ბულვარიც.

წყარო: "აჭარის ტელევიზია"