loader

"ოცნების" სამზადისი "ნაცების" დასარბევად - "ნაციონალური მოძრაობა" ვიდეომასალას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოცნების" სამზადისი "ნაცების" დასარბევად - "ნაციონალური მოძრაობა" ვიდეომასალას ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც მათივე ინფორმაციით "ქართული ოცნების" აქტივისტების სამზადისია ასახული. "პრაიმერის დასარბევად ქოცების სამზადისი ქართული ოცნების ოფისში" - ასეთი აღწერილობა ახლავს ვიდეოს ზუგდიდი ენმ-ს გვერდზე.

დღეს ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერი იმართება. "ნაციონალების" ზუგდიდში ჩასვლას ინციდენტი მოყვა. შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრთან შეკრებილებმა მანქანიდან გადმოსულ პარტიის ლიდერებს ქვები და ბოთლები დაუშინეს.

ასევე იხილეთ: "ნაციონალურ მოძრაობას" ზუგდიდში ბოთლები და ქვები დაუშინეს