loader

კვერცხების ცვენა ბათუმში "ნაციონალების" პრაიმერის წინ და ერთი დაკავებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კვერცხების ცვენა ბათუმში "ნაციონალების" პრაიმერის წინ და ერთი დაკავებული

ბათუმის "შერატონთან" მიმდინარე აქციაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მერაბ გორგაძე დააკავეს. სასტუმროსთან ყოფილი პოლიტპატიმრები და აფხაზეთიდან დევნილები არიან შეკრებილები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერის ბათუმში გამართვას აპროტესტებენ.

მიმდინარე აქციის დროს, მერაბ გორგაძემ მიხეილ მაჭავარიანის მისამართით კვერცხები ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერიან თელიამ "პალიტრა TV"-ს განუცხადა, მერაბ გორგაძე დაკავებულია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.

იხილეთ: შეხლა-შემოხლა ბათუმში "ნაციონალების" პრაიმერის დროს და კიდევ ერთი დაკავებული

იხილეთ ვიდეო ინგლისურად