loader

თუ გვეცოდინება, რომ ამ ქვეყანაში ქვების სროლის ფასი 100 ლარია, მაშინ ვერასდროს დალაგდება სიტუაცია - დავით ბაქრაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ გვეცოდინება, რომ ამ ქვეყანაში ქვების სროლის ფასი 100 ლარია, მაშინ ვერასდროს დალაგდება სიტუაცია - დავით ბაქრაძე

საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური შეხედულება ქვებისა და ბოთლების სროლით არ გამოიხატება. როგორც დავით ბაქრაძემ ბათუმში, საპრეზიდენტო პრაიმერის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ზუგდიდში გუშინ მომხდარი ფაქტი მიუღებელია. მისივე თქმით, 100-ლარიანი ჯარიმის გამოწერით ქვეყანაში სიტუაცია ვერ დალაგდება,

დავით ბაქრაძემ პოლიციას მადლობა გადაუხადა კარგი მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან უნდა მოდიოდეს სიგნალი, რომ ძალადობა არის მიუღებელი და დასჯადი.