loader

სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დაჯარიმებული "ნაციონალურ მოძრაობას" ისევ აგინებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დაჯარიმებული "ნაციონალურ მოძრაობას" ისევ აგინებს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 21 ივლისს სასტუმრო "შერატონთან" მიმდინარე აქციაზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ღოღობერიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააპატიმრეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არაერთი მიზეზის მიუხედავად, მას პოლიტიკოსებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მერაბ ღოღობერიძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და გოკა გაბაშვილის მიმართ უცენზურო სიტყვები დღეს მედიასთან საუბრისას გამოიყენა.

ღოღობერიძის ადვოკატის, თენგიზ კახიძის თქმით, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ ღოღობერიძეს ჯარიმა დააკისრა, რასაც გაასაჩივრებს.

გუშინ ბათუმის სასტუმრო "შერატონში" "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის პარალელურად, სასტუმროსთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მერაბ გორგაძე და მერაბ ღოღობერიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააპატიმრეს. ორივე მათგანს სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.