loader

პოლიტპატიმარმა გიორგი გაბედავამ როლანდ ახალაიას აგინა - ინციდენტი სასამართლოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიტპატიმარმა გიორგი გაბედავამ როლანდ ახალაიას აგინა - ინციდენტი სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიასა და სასულიერო პირების სასამართლო პროცესების დაწყებამდე ინციდენტი მოხდა. სასულიერო პირების პროცესზე მისულ პოლიტპატიმარ გიორგი გაბედავას და როლანდ ახალაიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

როგორც ახალაიას ადვოკატებმა გოგა ონიანმა და რომეო საჯაიამ განაცხადეს, გიორგი გაბედავას შეურაცხმყოფელი რეპლიკის საპასუხოდ, როლანდ ახალაიამ გაბედავას ყავის ჭიქა ესროლა. ინციდენტის შემდეგ გოგა ონიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტები ამნისტიის შედეგებია, რომლის დროსაც პოლიტპატიმრის სტატუსი შეუსწავლელ პირებს მიანიჭეს.

რაც შეეხება როლანდ ახალაიას, მისი თქმით, გიორგი გაბედავა მამის კვალს მიჰყვება. "ზაზა გაბედავა ეროვნული მოძრაობის დროს აგენტი იყო", - განაცხადა როლანდ ახალაიამ.