loader

სარდაფების რეგისტრაციის პროცესი განახლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სარდაფების რეგისტრაციის პროცესი განახლდა

სარდაფების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 2008 წლიდან შეჩერებული იყო, განახლდა. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე კერესელიძისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, ეკატერინე დანელიას მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღინიშნა. მათი განმარტებით, მოქალაქეებს სარდაფების დარეგისტრირება გამარტივებული პროცედურებით შეეძლებათ.