loader

ვანო მერაბიშვილი ლამის იმასაც აკონტროლებდა, ვინ ვისთან იწვა - თეა თუთბერიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო მერაბიშვილი ლამის იმასაც აკონტროლებდა, ვინ ვისთან იწვა - თეა თუთბერიძე

ვერ დავიჯერებ, რომ ციხეში მომხდარი არ იცოდა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ყველა უწყებას აკონტროლებდა და ლამის იმასაც, ვინ ვისთან იწვა, - განაცხადა თეა თუთბერიძემ ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში".

თუთბერიძის თქმით, მერაბიშვილს ბოლომდე ენდობოდა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ნდობით მერაბიშვილმა ბოროტად ისარგებლა და ყველა ძლიერი მინისტრი სააკაშვილის გუნდს ჩამოაშორა. თუთბერიძის განცხადებით, მერაბიშვილი ყველა უწყებას აკონტროლებდა. მისი თქმით, ერთადერთი უწყება, რომელსაც მერაბიშვილი ვერ აკონტროლებდა, ბაჩო ახალაიას სამინისტრო იყო.

თეა თუთბერიძე დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილს უნდა სცოდნოდა რა ხდებოდა შსს-ში, როგორ აწამებდნენ დაკავეულებს და იღებდნენ ვიდეო ფირზე. მისი განცხადებით, შსს-ში დანერგილი მეთოდები შემდგომში ციხეებში გადაიტანეს. თუთბერიძის თქმით, ე.წ. ციხის კადრების გავრცელებაში მერაბიშვილის ხელი ურევია. თუთბერიძის აზრით, ამ ფორმით მან "სამაგიერო გადაუხადა" მოწინააღმდეგეებს.