loader

დაპირისპირება გიორგი კანდელაკსა და აქციის მონაწილეებს შორის - დაკავებულია ორი ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება გიორგი კანდელაკსა და აქციის მონაწილეებს შორის - დაკავებულია ორი ადამიანი

"ექსპო ჯორჯიასთან" მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. დაკავებულია აქციის მონაწილე ირაკლი ჭუბაბრია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ გიორგი კანდელაკთან ინციდენტი მოუხდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც "ექსპო ჯორჯიასთან" გიორგი კანდელაკი გამოჩნდა. მისი მისვლა აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს და შეძახილებით შეხვდნენ.

მხარეებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, ადგილი ჰქონდა უცენზურო გამონათქვამებს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. ამის შემდეგ ირაკლი ჭუბაბრია დააკავეს. თავის მხრივ ჭუბაბრიას დაკავებამ აქციის მონაწილეების პროტესტი გამოიწვია. იყო მცირე შეხლა-შემოხლა პოლიციასთან.

იხილეთ: "პრაიმერი ჩაატარეთ ციხეში!" - საპროტესტო აქციის სამზადისი "ექსპო ჯორჯიასთან"

"ნაციონალებზე" გარეწრები ესენი აღმოჩნდნენ" - აქციის მონაწილე ხელისუფლებამ აღაშფოთა