loader

იქ, სადაც ყველაფერი საქართველოს გაგონებს - "პალიტრა ტვ"-ს რეპორტაჟი საინგილოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იქ, სადაც ყველაფერი საქართველოს გაგონებს - "პალიტრა ტვ"-ს რეპორტაჟი საინგილოდან

"პალიტრა ტვ" აზერბაიჯანში, ისტორიულ საინგილოში მომლოცველებთან ერთად იმყოფებოდა. ისტორიკოსი მთვარისა თარხნიშვილი აზერბაიჯანში, ზაქათალის, ბელაქანისა და კახის რაიონების ქართული მოსახლეობის შესახებ გვიყვება.

ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარის გზაზე, რუსი და აზერბაიჯანული ოჯახებიც შეგვხვდნენ. სალოცავს თაყვანს არაქართველი მუსლიმი მოსახლეობაც სცემს. ისინი ამ ადგილს წმიდათაწმიდად მიიჩნევენ. ეროვნებით აზერბაიჯანელებმა ტაძარში სანთლები ქართველი მომლოცველებისგან ითხოვეს, გარეთ კი მუხის ხეებზე მწვანე ფერის ნაჭრები შეაბეს. სავარაუდოდ, ეს ტრადიცია წარმართულ კულტს უკავშირდება.

საინგილო 92 ათასზე მეტი ქართველი მოსახლით, საქართველომ რევოლუციური კომიტეტის მმართველობისას, 1921 წელს დაკარგა.

საინგილოში საქართველოდან ჩასულებს უცხო გარემო არ გვიგვრძნია - აქ ყველაფერი საქართველოს მოგაგონებთ.

ასევე იხილეთ: ერთადერთი მართლმადიდებელი მოძღვარი ისტორიულ საინგილოში