loader

ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში სანაპირო დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში სანაპირო დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე, საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა 15 წლის წინ შეიქმნა. ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ღონისძიებას ამერიკის და ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სანაპირო დაცვის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში სანაპირო დაცვის საშუალებებით აღლუმი მოეწყო. საპატიო სტუმრები ზღვაში გაიყვანეს, გაიმართა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.

სანაპირო დაცვის მოსამსახურეები შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობის სიგელებითა და საიუბილეო სამკერდე მედლებით დააჯილდოვა.

მინისტრმა გვირგვინით შეამკო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი.