loader

სუნთქვის აპარატზე მიერთებული 8 წლის გოგონას დედა დახმარებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუნთქვის აპარატზე მიერთებული 8 წლის გოგონას დედა დახმარებას ითხოვს

2012 წლის დეკემბერში, ნინი ჩუბინაშვილი სკოლაში მიდიოდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა. 7 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა. თელავიდან კატასტროფის ბრიგადამ კომაში მყოფი ბავშვი თბილისში გადმოიყვანა და მას შემდეგ იაშვილის სახელობის კლინიკაში წევს. ნინის აბსოლუტურად ნათელი ცნობიერება აქვს, თუმცა მისი სიცოცხლისუნარიანობა სუნთქვის აპარატზეა დამოკიდებული. გოგონას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, დაზიანებული აქვს ხერხემალი და კისრის მალები.

ოჯახს ნინის გამოჯანმრთელების იმედი არ დაუკარგავს. მშობლების თქმით, ბავშვის მონაცემები თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გაგზავნეს, საიდანაც იმედისმომცემი პასუხი მიიღეს. თუმცა ოპერაციას 47 ათასი ევრო სჭირდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.


ნინის დასახმარებლად გახსნილია საბანკო ანგარიში: "რესპუბლიკა ბანკი", მიმღების დასახელება: ლალი ჩუბინაშვილი, ანგარიშის ნომერი: GE83BR0000010598933815

შეგიძლიათ დარეკოთ მაგთიდან, ჯეოსელიდან და ბილაინიდან: 0901 105 106