loader

ვლადიმერ ბედუკაძემ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ ბედუკაძემ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ციხის სკანდალური კადრების ავტორმა, ვლადიმერ ბედუკაძემ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სამოქალაქო სარჩელით ბედუკაძე მოითხოვს პრეზიდენტის მიერ მასმედიის საშუალებებით გამოთქმული ბრალდებების უარყოფას. კერძოდ, როგორც ბედუკაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ განაცხადა, იგი ითხოვს პრეზიდენტის იმ პოზიციების უარყოფას, რომლის მიხედვით, ბედუკაძემ ციხის სკანდალური კადრები გაყიდა, ან მის გაყიდვას აპირებდა. "მან მრავალგზის მიწოდა სადისტი, მოძალადე და ჯალათი. ვითხოვ, იგივე მასმედიის საშუალებებით უარყოს ჩემს მიმართ გამოთქმული პოზიციები. უარყოფა კი ფაქტობრივად ბოდიშს ნიშნავს", - განაცხადა ვლადიმერ ბედუკაძემ.

მისი ადვოკატის, ელზა ჯმუხაძის განცხადებით, სარჩელი, რომლითაც ბედუკაძე სასამართლოს მიმართავს, უხარვეზოა და სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, რომ იგი წარმოებაში არ მიიღოს.