loader

უფლებადამცველთა განცხადებით, მე-13 სკოლის ყოფილი შენობიდან სოც.დაუცველები უკანონოდ გამოასახლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უფლებადამცველთა განცხადებით, მე-13 სკოლის ყოფილი შენობიდან სოც.დაუცველები უკანონოდ გამოასახლეს

უფლებადამცველების განცხადებით, მე-13 საჯარო სკოლის ყოფილი შენობიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გამოსახლება უკანონოდ მოხდა.

უფლებადამცველების ერთმა ნაწილმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია-ბრიფინგი გამართა. ლაშა ჩხარტიშვილის განაცხადებით, კანონმდებლობაში არსებობს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სოციალურად დაუცველები მას შემდეგ უნდა გამოასახლონ დაკავებული ფართიდან, როდესაც სახელმწიფო მათ სხვა ტერიტორიაზე მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს შეუქმნის. ჩხარტიშვილის შეფასებით, მე-13 საჯარო სკოლის ყოფილი შენობიდან მოქალაქეები გამოასახლეს და ისანში მდებარე ყოფილ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მათთვის ადგილები არ აღმოჩნდა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ამ დროისთვისაც პირადი ნივთებით დატვირთული სატვირთო მანქანები კოჯორში დგას და ბარგს ვერ ცლიან, ვინაიდან მათთვის ფართი არ არსებობს.