loader

კმაყოფილი ხართ თუ არა სკოლაში სწავლების დონით და პედაგოგებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კმაყოფილი ხართ თუ არა სკოლაში სწავლების დონით და პედაგოგებით?

პედაგოგთა უმრავლესობამ სასერტიფიკაციო გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა. ჯერჯერობით, გამოქვეყნებულია მხოლოდ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფიის, მათემატიკის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი ხელოვნების შედეგები. ფიზიკაში ბარიერი ვერ გადალახა პედაგოგების 96%-მა, ქიმიაში 82%-მა და ანალოგიური ვითარებაა მათემატიკაში.

რაც შეეხება ისტორიას, ამ საგანში ბარიერი პედაგოგთა 57%-მა, გეოგრაფიაში - 49%-მა, ბიოლოგიაში - 77%-მა, სამოქალაქო განათლებაში - 82%-მა, სახვით ხელოვნებაში კი - 74%-მა ვერ გადალახა.

შედეგების გათვალისწინებით აქტუალურია შეკითხვა - კმაყოფილია თუ არა საზოგადოება სკოლაში სწავლების დონით და პედაგოგებით?

ამ თემის ირგვლივ გთავაზობთ მსჯელობას დღეს, გადაცემა "მოკლე ჩართვაში", palitra tv-ის და რადიო "პალიტრის" ეთერში. დაგვიკავშირდით და ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ. გადაცემის დასაწყისი 20:30-ზე. სკაიპი: mokle-chartva. T: 2 37 10 39 / 2 38 10 39