loader

ბათუმში ერთ-ერთ ქუჩაზე გაზის გაჟონვის გამო მოსახლეობა ევაკუირებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ერთ-ერთ ქუჩაზე გაზის გაჟონვის გამო მოსახლეობა ევაკუირებულია

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების დროს ბუნებრივი აირის მილი გასკდა. როგორც მშენებლობაზე დასაქმებულებმა აღნიშნეს, სამუშაოების დროს გაზის მილს ძალაყინი მოხვდა, რის გამოც 3-4 წუთის განმავლობაში გახეთქილი მილიდან აირის გაჟონვა მოხდა.

მომხდარი ფაქტის გამო, მშენებლობის გარშემო, კერძო სახლებში მცხოვრები მოსახლეობა ევაკუირებულია. "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას" მთავარი ინჟინერი ზურაბ დუნდუა მილის დაზიანებას დაუდევრობად აფასებს. მისი თქმით, მილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობა პანიკაში არ უნდა ჩავარდეს.