loader

"ადრე რაღაც მაინც მოჰქონდათ, ახლა აღარაფერი" - დევნილების პრობლემები კომპაქტურ დასახლებაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ადრე რაღაც მაინც მოჰქონდათ, ახლა აღარაფერი" - დევნილების პრობლემები კომპაქტურ დასახლებაში

54 წლის სულხან კასრაძე კასპის რაიონში, სოფელ მეტეხის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხოვრობს. უმუშევრობა, უყურადღებობა, მცირე სოციალური დახმარება - ეს ის პრობლემებია, რომელიც კასრაძეს და მის 5-სულიან ოჯახს ყველაზე მეტად აწუხებთ.

ამავე დასახლების მკვიდრი, ასევე დევნილი, თენგიზ ოქროპირიძე მთავარ პრობლემად სარწყავი წყლის არ არსებობას ასახელებს. ოქროპირიძე განმარტავს, რომ ფაქტობრივად არაფერი ხარობს, არც ვაზი, არც ბოსტნეული და არც ხილი.

მეტეხის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი მთავარი სურვილი საერთოა - საკუთარ სახლებში დაბრუნება.