loader

ქმარმა ცოლის თვითმკვლელობა გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქმარმა ცოლის თვითმკვლელობა გადაიღო

ბეირუთში ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში მცხოვრებმა მამაკაცმა კიფარ ფაირუზმა ვიდეოკამერით მეუღლის - ამენა ისმაელის თვითმკვლელობა გადაიღო, რომელიც მე-8 სართულის აივნიდან გადახტა.

ჩანაწერში ჩანს ქალი, რომელიც აივნის კიდეში ზის, ხოლო მეუღლე, რომელიც ვიდეოკამერით იღებს, ცდილობს ცოლს საბედისწერო ნაბიჯის გადადგმა გადაეთქმევინოს: "რა გჭირს ამენა? რამე მითხარი... გთხოვ, საყვარელო, დედაშენი ამას არ იმსახურებს. მოდი, უბრალოდ ვუთხრათ, რომ შენ ჩემთან უბედური ხარ. დამივიწყე მე, იფიქრე დედაზე".

ამენა ერთ მომენტში მეუღლეს უყურებს და მას რაღაცას ეუბნება, შემდეგ კი აივნიდან ხტება. კიფარი ისტერიკაში ვარდება და გასასვლელისკენ გარბის.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კიფარი ძვირფასეულობის ბიზნეს ფლობს. ის და ამენა 6 თვის დაქორწინებულნი იყვნენ.