loader

თამარ ჩერგოლეიშვილს და მათ, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ გაილაღეს, მოვუწოდებ, დაუბრუნდნენ ეკლესიის წიაღს - მამა ანთიმოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ ჩერგოლეიშვილს და მათ, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ გაილაღეს, მოვუწოდებ, დაუბრუნდნენ ეკლესიის წიაღს - მამა ანთიმოზი

ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილს და იმ საზოგადოებას, რომლებმაც ეკლესიის წინააღმდეგ გაილაღეს, ქრისტესმიერი სიყვარულით მივმართავ და მოვუწოდებ, როგორც დაკარგული ცხვრები, დაუბრუნდნენ ეკლესიის წიაღს, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისის მოვლენებში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი კონკრეტულად მისი და ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში დაადანაშაულა.

როგორც ცნობილია, მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილის საქმე სასამართლომ არსებით განხილვაში არ მიიღო. ამავე საქმეზე ბრალდებული დანარჩენი ოთხი პირის საქმის განხილვა კი 15 აგვისტოს დაინიშნა.

მოსამართლემ საქმეში არსებული მტკიცებულებები ბიჩინაშვილის წინააღმდეგ არასაკმარისად მიიჩნია.