loader

კობა დავითაშვილი პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს - დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კობა დავითაშვილი პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს - დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.

როგორც დავითაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება უმრავლესობასთან სისტემატური უთანხმოების გამო მიიღო. "ვინაიდან ჩვენს შორის ვხედავ სისტემატურ უთანხმოებას, ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და ამ უთანხმოების გადაწყვეტას ვანდობ ქართველ ხალხს უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ვგეგმავ თქვენს მიერ გატარებული კურსისგან დიამეტრალურად განსხვავებული პროგრამით გამოსვლას", - განაცხადა დავითაშვილმა.