loader

ქობულეთში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე რესტორან "ზევაში", 31 ივლისს მომხდარი ჩხუბის დროს სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

როგორც აჭარის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა, ვლადიმერ თურმანიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, 1986 წელს დაბადებულმა გიორგი გ-მ რესტორნის ტერიტორიაზე შელაპარაკების დროს სომხეთის ორი მოქალაქე და ქობულეთის მკვიდრი დანით დაჭრა. მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალი პროკურატურამ ბრალდებულს, რაც გულისხმობს 20 წლამდე პატიმრობას ან სასჯელის უფრო მაღალ ზომას.

ქობულეთში რესტორანი "ზევა" სომხეთის მოქალაქეებს აქვთ დაქირავებული.