loader

"ნაციონალურ მოძრაობას" რებრედინგში "ქართული ოცნება" უწყობს ხელს - ნინო ბურჯანაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალურ მოძრაობას" რებრედინგში "ქართული ოცნება" უწყობს ხელს - ნინო ბურჯანაძე

"ქართული ოცნება" "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე კობა დავითაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას საკითხთან დაკავშირებით დავითაშვილის აღშფოთება მისთვის გასაგებია.

როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს მიერ ბაჩო ახალაიას გამართლება აჩვენებს "ქართული ოცნების" უსუსურობას, რომელმაც დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვერ შეძლო.

"როდესაც 1 ოქტომბრიდან ათი თვის თავზე "ნაციონალური მოძრაობა" ძლიერდება, ხოლო "ქართული ოცნებიდან" მიდის ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" რებრედინგში, განახლებაში, გარეცხვაში, გათეთრებაში აქტიურად ხელს უწყობს "ქართული ოცნება", - განაცხადა ბურჯანაძემ.