loader

"ქართული ოცნების" წევრებმა ერთმანეთს მოღალატეები და სექტანტები უძახეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნების" წევრებმა ერთმანეთს მოღალატეები და სექტანტები უძახეს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან კოალიციის რუსთავის ორგანიზაციის წევრთა ნაწილმა აქცია გამართა. მათი განცხადებით, ცენტრალური ოფისი რუსთავის ორგანიზაციის ახალი კადრებით დაკომპლექტებას გეგმავს, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, პირები, რომელთა დანიშვნასაც რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობებზე აპირებენ, ყოფილი "ნაციონალები" არიან.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ალი ბაბაევი გაესაუბრა, თუმცა, მათ შორის დიალოგი ცხარე კამათში გადაიზარდა. ბაბაევმა აღნიშნულ პირებს სექტის წარმომადგენლები უწოდა და ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ როგორც პარტიიდან გარიცხული, რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძე, ისე აღნიშნული პირები პარტიის წესდებას არ ემორჩილებიან.