loader

განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. სამინისტროს ინფორმაციით, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1953 წელს დაბადებული ელგუჯა შ. ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დარგული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანას" შემცველი 17 ძირი კანაფი. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2 კილო და 700 გრამი ნედლი "მარიხუანა".

სამართალდამცველებმა ელგუჯა შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 19 საბრძოლო ვაზნით "გეკოს" ტიპის მცირეკალიბრიანი შაშხანაც ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.