loader

2008 წლის აგვისტოში ბოლო მომენტამდე ვიმედოვნებდი, რომ სააკაშვილი შეჩერდებოდა - დიმიტრი მედვედევი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2008 წლის აგვისტოში ბოლო მომენტამდე ვიმედოვნებდი, რომ სააკაშვილი შეჩერდებოდა - დიმიტრი მედვედევი

2008 წლის აგვისტოში ვიმედოვნებდი, რომ სააკაშვილი შეჩერდებოდა - დიმიტრი მედვედევი.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში ბოლო მომენტამდე იმედი ჰქონდა, რომ საქართველო კონფლიქტის ესკალაციას შეწყვეტდა, - ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს კონფლიქტი "ღრმად შეიჭრა" მის მეხსიერებაში და მას აგვისტოს დღეები არასდროს დაავიწყდება:

"მე, რა თქმა უნდა, დამამახსოვრდა როგორ დაიწყო ყველაფერი, რაც ხდებოდა. დამამახსოვრდა დრამატიზმი ამ ვითარების და აუცილებლობა, მიმეღო არც თუ ისე იოლი გადაწყვეტილება. ეს მართლაც რთული გადაწყვეტლება იყო ჩემს ცხოვრებაში როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ასევე ახალგაზრდა პრეზიდენტის ბიოგრაფიაში, რომელსაც ამ პოსტზე 90-ზე ნაკლები დღე ჰქონდა გატარებული", - განაცხადა მედვედევმა.

მედვედევის განმარტებით, ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთთან ხდებოდა "კონცენტრაცია და ხორციელდებოდა პროვოკაციები", მასთან "საქართველოს მიერ განხორციელებულ თავდასხმამდე", რამდენიმე დღით ადრე მიდოდა.

როგორც მედვედევმა აღნიშნა, მას იმედი ჰქონდა, რომ "საქართველოს მთავრობას და პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეყოფოდათ გონიერება, არ შეექმნათ ის პრობლემები, რომელიც შექმნეს".

"რაც შეეხება კონფლიქტის ღამეს, იყო სროლა და ვითარება იძაბებოდა. თუმცა, ბოლო მომენტამდე ვიმედოვნებდი, რომ ისინი შეჩერდებოდნენ",- განაცხადა მედვედევმა.

როგორც რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, ამ ყველაფერის შემდეგ მას მოუწია "ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება" და ბრძანების გაცემა, დაწყებულიყო საომარი ქმედებები.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არის რთული გადაწყვეტილება და არც ერთი ქვეყნის ლიდერს არ ვუსურვებდი მსგავს რამეს", - განაცხადა მედვედევმა.