loader

კახეთში მამაკაცმა ცოლისძმა მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში მამაკაცმა ცოლისძმა მოკლა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ბესიკ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცოლის ძმას, 1985 წელს დაბადებულ დავით გამხვეტელაშვილს კუთვნილი ავტომანქანით დაეჯახა, შემდეგ კი ბლაგვის საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დავით გამხეტელაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბესიკ ა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.