loader

ვაკე-საბურთალოს გამგეობა გაქურდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაკე-საბურთალოს გამგეობა გაქურდეს

თბილისში ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა გაქურდეს. როგორც ვაკის გამგებელმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, დღეს დილით მისულ თანამშრომლებს გამგეობის შენობის კარი გატეხილი დახვდათ. მძარცველებმა კომპიუტერი და ფოტოაპარატი წაიღეს. დოლიძის ინფორმაციით, ძარცვა სავარაუდოდ შაბათ-კვირას მოხდა. შენობის მეორე სართულზე გატეხილია რამდენიმე სამუშაო ოთახი. ამასთან გამგეობას გუშინ ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, თუმცა გამგებლის განცხადებით სათვალთვალო კამერები გარკვეული დროის განმავლობაში ელექტროენეგიიის მიწოდების გარეშეც მუშაობს.

ვაკის გამგეობაში საგამოძიებო სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ, გამოძიებაში ჩართულია კინოლოგიური სამსახურიც.