loader

კახეთის საპატრულო პოლიციას ახალი ავტომანქანები გადაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთის საპატრულო პოლიციას ახალი ავტომანქანები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს 6 აგვისტოს ახალი საპატრულო მანქანები ოფიციალურად გადაეცა. ღონისძიებას თელავში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისისა და ბათუმის შემდეგ კახეთის რეგიონშიც განხორციელდა. კახეთის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდა და "შკოდა"-ს მარკის 17 ახალი ავტომანქანით შეივსო. პატრულ-ინსპექტორებს ყველა საჭირო ატრიბუტიკა, მათ შორის, ახალი სამხრე კამერით აღჭურვილი პოლიციის ფორმები გადაეცათ.

ასევე, გაფართოვდა კახეთის საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი. საპატრულო ეკიპაჟები ახლა უკვე ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რაიონებშიც დაიწყებენ პატრულირებას.